LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა ბექაური: „ბილაინის” გაყიდვა არ ნიშნავს, რომ კომპანია ბაზარს ტოვებს

20180615130504

კომპანია ”ბილაინის” გაყიდვა, ანუ ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელის ხელში გადასვლა, არ ნიშნავს, რომ კომპანია ბაზარს ტოვებს, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური აცხადებს. მისი განმარტებით, მის მიერ კომპანია “ბილაინთან” დაკავშირებით გაკეთებული განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

“მფლობელის მიერ “ბილაინის” გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ის ბაზარზე არ იარსებებს. ასე, რომ არავითარი მესამე კომპანიის გაქრობა არ იგეგმება ბაზრიდან და მე ეს პირველივე კომენტარში განვაცხადე, თუმცა მაინც მოხდა ამ კომენტარის ინტერპრეტაცია.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამი კომპანია დღევანდელ საკომუნიკაციო ბაზარზე იმისთვის, რომ საცალო კონკურენცია იყოს, საკმარისია. დღევანდელი გადასახედიდან და ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ოთხი მოთამაშე ბევრია და ოთხ მოთამაშეზე გადანაწილებულმა ბაზარმა შესაძლოა პრობლემები შექმნას: შემცირდება შემოსავლები, შემცირდება მოგება, შემცირდება ინვესტიციებიც სამომავლო განვითარებაში იმიტომ, რომ ეს სფერო ტექნოლოგიური სფეროა და ძალიან სწრაფად ითხოვს მოდერნიზებას”, – განაცხადა კახა ბექაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები