მსახიობი კახა გოგიძე ჟურნალ „გზასთან“ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ არ მიაჩნია სწორად საქართველოში რუსული სიმღერების აჟღერება:
„ვერ გამიგია, რატომ უნდა უსმენდეს ქართველი იმ ქვეყნის ე.წ. კულტურას, რომლის მიერაც ოკუპირებული ვართ? აღარაფერს ვამბობ თინა კანდელაკზე, სოსო პავლიაშვილსა და ისეთ ქართველებზე, რომლებიც რუსეთს ემსახურებიან და იმ ქვეყნის მოქალაქეები არიან. მნიშვნელობა არა აქვს, ქართული გვარები აქვთ თუ არა, ისინი ქართველები არ არიან. არაერთი ადამიანი ვიცი, ვისაც ქართული გვარი არა აქვს, მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებს. ისინი ისეთი მაგარი ქართველები არიან, ბევრ ქართველს რომ შეშურდება…“
კახა გოგიძე: „საქართველოში რუსი არ უნდა იყოს! ჩვენ შორის არანაირი მეგობრობა არ არსებობს!“