მსახიობი კახა გოგიძე ჟურნალ „გზასთან“ რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს:
„თუ უნდათ, ქსენოფობიაში ჩამომართვან – საქართველოში რუსი არ უნდა იყოს! ჩვენ შორის არანაირი მეგობრობა არ არსებობს. როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს დააბრუნებენ, აქედან გავლენ, საქართველოს მუხლზე დაჩოქილები ბოდიშს მოუხდიან და საზიზღარი წლების გამო, მილიარდობით კომპენსაციას გადაიხდიან, აი, მერე ვიფიქროთ „ხიდების“ გაბმასა და სამშობლოს გამყიდველი ვითომ ქართველების მიერ კრემლში შესრულებულ სიმღერაზე. როცა ომია, საქართველოში მათ შემოშვებასა და მეგობრობაზე ლაპარაკი ზედმეტია…“