LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა გოგიძე ხელისუფლებას: ,,თქვენ არ ხართ ჩვენი “ნაჩალნიკები”, ჩვენ ვართ თქვენი უფროსები, რასაც ჩვენ გიბრძანებთ, ის უნდა გააკეთოთ…“

354
kaxagogidze2021

მსახიობი კახა გოგიძე, რომელიც მაყურებელს ,,ჩემი ცოლის დაქალებიდან” პრეზიდენტის როლით დაამახსოვრდა, ეკა მიშველაძის გადაცემას “საჯარო პოლიტიკა” სტუმრობდა და ისაუბრა იმ შეზღუდვების შესახებ, რომელიც მისი აზრით, ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა გააპროტესტონ.

კახა გოგიძე:

როგორც თაღლითს კეთილსინდისიერი ადამიანი კვებავს, მთავრობებს კვებავს მომთმენი ხალხი. არ შეიძლება მოითმინო, რადგან აქ ამით ვერ მოიგებ. არადეკვატური შეზღუდვაა, როცა ცხრაზე მიკეტავ კარს, შვიდზე და რვაზე არ გადამედება?

ლოგიკას რომ ვერ ვხედავ, მერე მოვდივარ წინააღმდეგობაში, მერე ვაბრალებ საკუთარ თავს, მერე ვხვდები, რომ არ არის ჩემი ბრალი. შენ რომ დაგსვი მანდ და ერის მამასავით დაღლილი სახით რომ ზიხარ, ასე არ არის…

ვერაფერს ვამბობ. გამიშვით, სპექტაკლი მათამაშეთ-მეთქი, როგორ ვთქვა, როცა ხალხი შიმშილობს?!

ჩემს თაობაზე ვილაპარაკებ. ჩვენ იმიტომ არ ვბრაზდებით, რომ ასე გავიზარდეთ. მონობაში გაზრდილი ადამიანები ვართ… მიკვირს, სად არიან ახალგაზრდები. თქვენ ხომ მაინც იცით თავისუფლება? ჩვენ, ფაქტია, რომ მხოლოდ სიტყვა ვიცით. ერის მამები რომ გამოდიან, ორი კაცი, არ გამოხვიდეთ ცხრა საათის მერეო, ვინა ხარ შენ? რატომ მიკეტავ რესტორანს, ფიტნესს? მომეცი რეგულაციები და თუ დავარღვევ, მერე დაკეტე. თქვენ არ ხართ ჩვენი “ნაჩალნიკები”, ჩვენ ვართ თქვენი უფროსები, რასაც ჩვენ გიბრძანებთ, ის უნდა გააკეთოთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g