LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ “ოცნება” დატოვოს – რა შეიძლება გახდეს პარტიიდან მისი წასვლის მიზეზი

110
kaxakaxishvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა კახიშვილის განცხადებით, ის პარტიას დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ ნახავს, რომ ვიღაცის უკვე მომზადებული განცხადებას უნდა დაუჭიროს მხარი, ან “დაუწკაპუნოს”. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არცერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება.

“გავალ თუ ვნახავ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო, რასაც მე არსებითად არ ვეთანხმები. ყველა გადაწყვეტილებას არ შეიძლება რომ დაეთანხმო, მაგრამ განხილვებში უნდა იღებდე მონაწილეობას, თუ ვნახავ, რომ განხილვებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალოდ ვიღაცას სურს, რომ უკვე მომზადებულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას დავუწკაპუნო და მხარი დავუჭირო, ასეთ რაღაცას მე არ გავაკეთებ, არც არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ”,- განაცხადა კახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები