„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომლის თანახმად, გდდ-ის 4 ათასი თანამშრომელი ვერ მოერევა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი ასწიოს მათზე, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, 4 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს დედაქალაქშიც.
„ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ. როგორ შეიძლება ანა წითლიძის განცხადება შეაფასო? 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას.
„ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს დედაქალაქში. შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა გაგრძელდება“, – თქვა კახა კალაძემ და განაცხადა, რომ „ოპოზიცია არ არსებობს“.