LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს – ბუჩა

262
BeFunky-collage (2)

უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსი ოკუპანტების მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.

როგორც კალაძე წერს, არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ.

„ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს – ბუჩა. არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ.

დარწმუნებული ვარ, ეს შემზარავი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი.

სამძიმარს ვუცხადებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში!“, – წერს კახა კალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g