LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება – წამება მათი ხელწერა იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ“

186
კახა კალაძე

„ელენე ხოშტარია არავის არაფერში არ სჭირდება – წამება მათი ხელწერა იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„შიშველ სხეულზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო პოლიციის მხრიდან… მოულოდნელად მითხრეს, გადიო, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს, მარტო გამოვედი“ – ელენე ხოშტარია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელწერა ადამიანების წამება არ არის.

„ჩვეულებრივი სისულელეა, ელენე ხოშტარია არავის არაფერში არ სჭირდება და არც წამება. წამება მათი ხელწერა იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ისინი აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ. ეს იყო კონკრეტული, რეალური ფაქტები, არსებობს კონკრეტული ადამიანები, კადრები, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება.

ეს ჩვეულებრივად მოგონილია და პოლიტიკური სპეკულაციაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. ამდენი წელია ხელისუფლებაში ვართ, არასდროს არავის არავინ არ უწამებია. ეს არ არის “ქართული ოცნების” ხელწერა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც აწამებდა, კლავდა, აუბედურებდა, ზუსტად ეს რადიკალური დაჯგუფება იყო, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო. დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ მაშინ ერთნი იყვნენ – „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და ეს მათი ხელწერა იყო. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ ყველას ვუდგებით კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებში, ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სახალხო დამცველი ელენე ხოშტარიას მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობას სწავლობს

სამი ოპოზიციური პარტია ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g