LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „განათლების სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა დაგვიანებულიც“

243
კახა კალაძე

განათლების სისტემაში დაანონსებულ რეფორმებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე – გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი – მაგისტრატურას – ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ მთავარია აღნიშნული რეფორმის განხორციელება მოხდეს“.

მისივე თქმით, განათლების სისტემაში ცვლილებები ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა.

„რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ მთავარია აღნიშნული რეფორმის განხორციელება მოხდეს. პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლების განმავლობაში.

მგონია, ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის აღნიშნული მიმართულება ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივცეთ შესაძლებლობა ღირსეული განათლება მიიღონ.

შემდეგ ყველაზე მთავარი რაც არის, განათლებამიღებული ადამიანების ცოდნა გამოვიყენოთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება. ამას სჭირდება განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები და ადამიანები. შესაბამისად, განათლების რეფორმის განხორციელება იმ ფორმით, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა პრეზენტაციაზე, და მან დააფიქსირა, რომ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია საზოგადოებასთან გაგრძელდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – თქვა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე: დამატებით, დაახლოებით 20 000 სტუდენტის მიღება უნდა შეძლოს ქუთაისმა, თბილისშიც უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან რუსთავში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g