LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი… მისი გამორჩეული ხედვით და პროფესიონალიზმით განხორციელებული პროექტები ჩვენი დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია“ – კახა კალაძის სამძიმრის წერილი

486
კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც კახა კალაძის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„მისი გამორჩეული ხედვით, პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური ხელწერით განხორციელებული პროექტები ჩვენი დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ კი დავკარგეთ მეგობარი, თანამოაზრე და ამ ქალაქზე შეყვარებული კაცი.

ვიზიარებ თემურ უგულავას ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას!“ – აღნიშნულია კახა კალაძის სამძიმრის წერილში.

ცნობისათვის, ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ უგულავა ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.

„მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი, ძალიან მიჭირს, ოჯახს, მეგობრებს, მე, ქალაქს და ქვეყანას დაგვაკლდები ძალიან“ – ნინო ზამბახიძე თემურ უგულავას ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები