„თბილისის მერობას ვაპირებ და დაგამარცხებთ ყველა რადიკალურ დაჯგუფებას, ვინც ხართ“, – ამის უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, აპირებს თუ არა, თავად დარჩეს თბილისის მერობის კანდიდატად.
„მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ, ყველა რადიკალურ დაჯგუფებას, ვინც ხართ, დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მანამდე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე აბსოლუტურად უალტერნატივოა.
„100% არ ვიცი, 99.9%… ეს ადამიანი იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი. გუნდში ეს სულისკვეთება არის. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ის აბსოლუტურად უალტერნატივოა თბილისის მერის პოზიციაზე. დანარჩენი როგორ გითხართ, შემიძლია დავიფიცო“, – აღნიშნა პრემიერმა.