LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ოპოზიცია დასუსტებული კი არა, დანგრეულია – ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის განვითარება, „ქართული ოცნებაა“

135
კახა კალაძე

„მათ ქმედებებში ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, სხვა ქვეყნის ინტერესები შეიძლება იყოს. ჩვენ ალბათ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს იმის ნახვა, რომ ვიღაცები დაიშლებიან, ვიღაცები გაერთიანდებიან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რომ ზეწოლის მიუხედავად, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს, დაიცვას აქ მცხოვრებლები, შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის განვითარება, ეს პოლიტიკური გუნდი არის „ქართული ოცნება.

კალაძე: „უნდა მიგვიღონ, აბა, რა უნდა ქნან, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია“

კალაძის თქმით,  გაერთიანების თუ დაშლის მიუხედავად, დღევანდელ ოპოზიციას აქვს საერთო სამოქმედო გეგმა, რაც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს და მიმართულია საქართველოს მომავლისა და განვითარების წინააღმდეგ.

„ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი პლატფორმები, მათი შეკვრა, დაშლა. სიახლე არაფერია. ჩვენ ვიცით ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, რას ემსახურებიან, რა არის მათი ძირითადი სამოქმედო გეგმა და სამიზნე.

მდინარაძე: ლომჯარია, ვიღაც ვაშაძე, ხაბეიშვილი, ეს „ნაცკლასტერი“ ვერ იქნება საქართველოში ევროპის სახე, ამ შემთხვევაში ევროპაზე წარმოდგენას დაკარგავს ხალხი

„ახლა რასაც ვიტყვი, ყველა ევროპელმა პარტნიორმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს – საქართველოში ვერასდროს ვერ იქნება მათი მთავარი წარმომადგენელი ხალხი, რომლებსაც თავისი მმართველობა დაფუძნებული ჰქონდათ სადიზმზე, წამებაზე, გადასკოჩილი მამაკაცების გაუპატიურებაზე“

ერთი რამ ცხადია, რომ მათ ქმედებებში ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, სხვა ქვეყნის ინტერესები შეიძლება იყოს.

ჩვენ ალბათ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს იმის ნახვა, რომ ვიღაცები დაიშლებიან, ვიღაცები გაერთიანდებიან. მაგრამ ვინც სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურებიან, რა თქმა უნდა, მათ პოლიტიკურ პარტიას არანაირი მომავალი არ აქვს.

თავისი შინაარსით ეს ადამიანები ერთნი არიან, არაფრით განსხვავდებიან. დღეს შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვათ, ხვალ „ლელო“ დაირქვან, ზეგ – „ევროპული საქართველო“. ამ ადამიანების სულისკვეთება და მსოფლმხედველობა არის მიმართული ამ ქვეყნის განვითარების და მომავლის წინააღმდეგ.

თალაკვაძე: ვხედავთ, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ნიკა მელიას გულის ტკივილი, ხოლო ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილი 

მათ ჰყავთ ერთი პატრონი და საქართველოს ნგრევას ემსახურებიან. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც რამდენი უბედურება მოუტანეს ქვეყანას და დღესაც აგრძელებენ. მოსახლეობა რეალობას ძალიან კარგად ხედავს. ასევე, ხედავს ჯერ კიდევ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რაც რეგიონში არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ ზეწოლის მიუხედავად, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს, დაიცვას აქ მცხოვრებლები, შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის განვითარება, ეს პოლიტიკური გუნდი არის „ქართული ოცნება.

„კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ გოლი გაიტანო – სხვისი გატანილი გოლის იმედად ყოფნა არ შეიძლება“ – ხვიჩია კალაძის განცხადებაზე

გარდა ამისა, თბილისის მერმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებაც, სადაც ის დღევანდელ ოპოზიციას დასუსტებულს უწოდებს. კალაძის მოსაზრებით, ოპოზიცია არის არა დასუსტებული, არამედ დანგრეული.

„დასუსტებულს ვერ დავარქმევდი. უფრო ვიტყოდი, რომ დანგრეული და გაუბედურებული არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია. ეს არის რეალობა, რასაც ყველა უნდა შეეგუოს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ქვეყანაში რადიკალიზმს არ აქვს მომავალი.

რა თქმა უნდა, ქვეყანას, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიულ ზრდას. თუმცა, იმას, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ამას არ ვიცი რა დავარქვა“. – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძე: თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ NATO-ს წევრი!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g