LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: ლომჯარია, ვიღაც ვაშაძე, ხაბეიშვილი, ეს „ნაცკლასტერი“ ვერ იქნება საქართველოში ევროპის სახე, ამ შემთხვევაში ევროპაზე წარმოდგენას დაკარგავს ხალხი

312
fot

„ლომჯარია, ვიღაც ვაშაძე, ხაბეიშვილი, ეს „ნაცკლასტერი“ ვერ იქნება საქართველოში ევროპის სახე, ევროპაზე წარმოდგენას დაკარგავს ამ შემთხვევაში ხალხი“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„ახლა რასაც ვიტყვი, ყველა ევროპელმა პარტნიორმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს – საქართველოში ვერასდროს ვერ იქნება მათი მთავარი წარმომადგენელი ხალხი, რომლებსაც თავისი მმართველობა დაფუძნებული ჰქონდათ სადიზმზე, წამებაზე, გადასკოჩილი მამაკაცების გაუპატიურებაზე – ამაზე იდგნენ, ტელევიზიების დარბევაზე, თავისუფალი სიტყვის მოკვლაზე, ბიზნესის რეკეტზე, შიშზე. ვერასდროს მოხდება ის, რომ ეს ხალხი იყოს ევროპის მთავარი სახე ამ ქვეყანაში.

ვერასდროს მოხდება ისიც, რომ ვინც უზრუნველყო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა და მისდევს ნაკისრ ვალდებულებებს, რეფორმებს ატარებს, დემოკრატიის ხარისხი გააუმჯობესა ასჯერ, ყოველგვარი უტრირების გარეშე, დემოკრატიის ხარისხი არ არსებობდა, შექმნა და თუ ეს ყველაფერი რუსულია, ეს რომ ვიღაცამ დაიჯეროს, ამაზე ანტიევროპული საქმე არ არსებობს. ვერ იქნება ლომჯარია, ვიღაც ვაშაძე, ხაბეიშვილი, ეს „ნაცკლასტერი“ ვერ იქნება საქართველოში ევროპის სახე, ევროპაზე წარმოდგენას დაკარგავს ამ შემთხვევაში ხალხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კობახიძე: ნინო ლომჯარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცია“

„თქვენ თავს არ მოიაზრებთ ქართველ ხალხში, თუ რატომ გაღიზიანდით?“ – ნინო ლომჯარია კობახიძეს და კალაძეს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები