LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ გლდანის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

105

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
„ქართული ოცნებიდან“ გლდანის რაიონში მაჟორიტარობისთვის ოთხი კანდიდატი – ოთარ გრიგოლია, შალვა ოგბაიძე, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე იბრძოლებს.

„კომპეტენტურ, ენერგიულ და პროგრესულ გუნდთან ერთად მოვდივარ. თბილისი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. კარგად გააზრებული, კომპლექსური გადაწყვეტილებები და მათი ეფექტური აღსრულება არის საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი კარიერული წინსვლა სწორედ გლდანის რაიონიდან დაიწყო. კახა კალაძის თქმით, გლდანში საგზაო და საკომუნიკაციო პრობლემების გარდა, იმ სტადიონების პრობლემაც გადაიჭრება , რომელიც კერძო საკუთრებაშია და მათ ადგილას მშენებლობა იგეგმება. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ სკვერებსა და მოედნებზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება.მხარდამჭერებს სიტყვით მაჟორიტარობის კანდიდატებმაც მიმართეს.

ჩვენ გვაერთიანებს ქალაქის სიყვარული და ერთიანი საზრუნავი, რომელიც ამ ქალაქს აქვს. ამიტომ, წინ ვერაფერი დაგვიდგება“, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ გრიგოლიამ.