LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კინწურაშვილი: „9 წლის ვიყავი, როდესაც რუსეთმა წამართვა ქალაქი და ბავშვობა, დღეს ვარ 40 წლის და ქართველების ხელით ისინი მართმევენ ქვეყანას, არ დავთმობ!“

176
კახა კინწურაშვილი

„9 წლის ვიყავი, როდესაც რუსეთმა წამართვა ქალაქი და ბავშვობა, დღეს ვარ 40 წლის და ქართველების ხელით ისინი მართმევენ ქვეყანას, არ დავთმობ!“ – განაცხადა მსახიომა კახა კინწურაშვილმა, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ღამისთევისას შეუერთდა.

მსახიობმა უფროს თაობას მოუწოდა, მათ შვილებს გვერდით დაუდგნენ და ევროპული მომავლისთვის ერთად იბრძოლონ.

მისი თქმით, „ჩვენი მშობლები აფხაზეთიდან დამარცხებულები გამოვიდნენ და ასე დამარცხებულები, ამ ქვეყნიდან ქართველი ხალხი, არ გაიქცევა“:

კახა კინწურაშვილი: „ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! – ეს უნამუსობის ახალი საფეხურია!“

„არავინ არ აპირებს საკანონმდებლო ორგანოს აღებას. ამ დღეებმა გამოაჩინა ის, რომ რეალურად საქართველოში დაიბადა ახალი საზოგადოება, რომელსაც დიდი უნარი აქვს თმენის, აქვს ღირსება და თავისუფლება. 

როგორი ლამაზები არიან, სილამაზეს შობს სიმამაცე და თავისუფლება, ეს არის ყველაზე მთავარი იარაღი, აქ უიარაღიოდ არის ყველა მოსული. არავინ არ აპირებს, რომ ეს შენობა აიღოს შტურმით. ეს აქცია არის აბსოლუტურად მშვიდი და დილით, როდესაც „ოცნების“ დეპუტატები შევლენ, ვიღაცა 200 მეტრიდან თუ დაუსტვენთ, როგორმე მოითმინონ, იმიტომ, რომ ქვეყანას ყიდიან.

მდინარაძე: „ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი, რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი“

მე ვიყავი 9 წლის, როდესაც რუსეთმა წამართვეს ქალაქი და ბავშვობა, დღეს ვარ 40 წლის და მე ვხედავ, რომ ქართველების ხელით რუსები მართმევენ ქვეყანას და ჩემი შვილების მომავალს და მე ამას არ დავთმობ და თქვენ მშობლებო, უფროსო თაობა, თუ გგონიათ, რომ აქ ვინმე „ნაცების“ გამო დგას, ძალიან ცდებით.

აქ ხალხი თავისუფლებისთვის და  უკეთესი მომავლისთის დგას და როგორც ჩვენი მშობლები დამარცხებულები გამოვიდნენ აფხაზეთიდან, ასე დამარცხებულები ჩვენ ამ ქვეყნიდან არ გავიქცევით. ამიტომ გთხოვთ, თქვენს შვილებს დაუდექით გვერდით“. – აღნიშნა კახა კინწურაშვილმა.

ვიდეო: „ყველა ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, უნდა გააცნობიეროს, რომ რეალურად ის არის ქვეყანა და მის სხეულზე გადის ქვეყნის ბედი..ამ კანონით შარშანდელიდან მოყოლებული, შემოაქვთ განხეთქილება, ეს კი წყალს ასხამს ჩვენი მტრის წისქვილზე“ – კახა კინწურაშვილი

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

magti 5g