LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

38
8888

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავა, კიევში, ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

უწყების ცნობით, ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ისრაელის და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები.

2021 წელს ამ ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g