მომღერალი კახა კუხიანიძე სოციალურ ქსელში საახალწლო განათებების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში განათებებზე ფულის დახარჯვა მიზანშეუწონლად მიაჩნია.
გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე:
“რაც შეეხება საახალწლო განათებებს…
თუ გარეთ ვერ გავდივართ, რომ დავტკბეთ ყურებით, სახლში ნათურა რომ ავანთოთ და ყინვამ ძვლები არ გაგვიყინოს (სანამ კორონა დაგვემართება), ეგ ფული იმ კომუნალურების დახმარებას დაამატეთ და ყველას შეგვეხება…
და ბანკებს რას უშვრებით?
ან ხელოვან ადამიანებს, მარტიდან აქამდე რაიმე პროგრამა რატომ ვერ დაიდო! 9 თვე ამ ადამიანების ბედი რატომ არის უინტერესო!”