კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მსახიობი მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის.
როგორც ის განმარტავს, დაინფიცირების წყარო ცნობილია- მიქიაშვილი საპატრიარქოში მეგობრისგან დაინფიცირდა. მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ მეგობართან კომუნიკაციის შემდეგ საპატრიარქოში არ მისულა.
“მძიმე პაციენტად არ ვითვლები, თუმცა, პირველ დღეებში უფრო კარგად ვიყავი, ახლა როცა ველოდი, რომ გამწერდნენ, პნევმონია დამიდგინდა ორივე ფილტვზე და თავიდან დამიწყეს მკურნალობა. კორონავირუსი ვისგან გადამედო, ვიცი. ყველაზე მეტად მადარდებდა, რომ სხვისთვის არ გადამედო, მადლობა ღმერთს, გადავრჩი და ჩემგან არავის გადადებია, რადგან კონტაქტები არ მყოლია“,-აცხადებს მიქიაშვილი.