LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთი, სულგუნი, ბორჯომი – ეს სახელწოდებები შვეიცარიაში დაცული იქნება

179
The Swiss flag and Lauterbrunnen Valley in a beautiful summer day, Switzerland

საქართველოსა და შვეიცარიას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობისა და წარმოშობის წყაროს დასახელებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.  

შვეიცარიის საელჩოს ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად შვეიცარიაში დაცული იქნება ისეთი დასახელებები, როგორებიცაა „კახეთი“ (ღვინო), „სულგუნი“ და „ბორჯომი“. საქართველოში კი დაცული იქნება ისეთი აღნიშვნები, როგორიცაა: Tête de Moine, Gruyère, შვეიცარიული შოკოლადი და შვეიცარიული საათები.

აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობისა და წარმოშობის წყაროს დასახელებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შემავსებელი დოკუემენტია, რომელიც თავის მხრივ ძალაში 2018 წლის 1 მაისს შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g