LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის ერთ-ერთ სოფელში საერთაშორისო ბრენდის, „მერკურის“ სასტუმრო გაიხსნება

245
Untitled

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კახეთში, სოფელ რუისპირში, საერთაშორისო ბრენდის – „მერკურის“ ქვეშ ახალი, 4 ვარსკვლავიანი, 48 ნომრიანი სასტუმრო აშენდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 8.6 მლნ ლარია, რომლის 50% საქართველოს ბანკის მიერაა დაფინანსებული.

„საქართველოს ბანკთან 2020 წლიდან ვთანამშრომლობთ და ერთობლივი პარტნიორობის შედეგად, კახეთში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსაც გავხსნით 2023 წელს. სასტუმროში განთავსებული იქნება 48 ნომერი და 2 კოტეჯი, ტერიტორიაზე იქნება 2 საცურაო აუზი, სპა, სპორტული მოედნები და ველობილიკი. სასტუმრო ოპერირებას განახორციელებს საერთაშორისო ბრენდის „მერკურის“ ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ და ამაში მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა გაგვიწია, რომ არ შეფერხებულიყო პროცესი და ამით ხელი არ შეგვშლოდა აქტიური ტურისტული სეზონისთვის მზადებაში“,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ქოქოსაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g