LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის რეგიონში უკვე 24 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

107
რთველი 2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რთველი 2025-ის ფარგლებში, ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა.

რთველი კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება.

ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 12 ათას ტონამდე საფერავი, 7 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 350-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან, აქედან 110 რთველის პროცესში უკვე ჩართულია.

რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით  დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ  სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g