გზების წმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. კახეთის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელი თამაზ აბდულაშვილი მძღოლებს მოუწოდებს, ამ მიმართულებით მოძრაობისას ზამთრის საბურავები გამოიყენონ, რადგან გარკვეულ მონაკვეთებზე სიტუაცია ყოველ წუთას იცვლება.
„დილიდან ვმუშაობთ და ვცდილობთ გზაზე შეფერხება არ იყოს, თუმცა შუამთის მონაკვეთიდან უკვე ინტენსიური თოვაა, რასაც ქარი ახლავს და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ,“ – განაცხადა თამაზ აბდულაშვილმა.