LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ახალი სასტუმრო გაიხსნა, სადაც ტურისტები ღვინის დაწურვის ტრადიციას გაეცნობიან

1239
65883169-2122716328029151-2718311920061906944-o

კახეთის რეგიონის სოფენ ხაშმში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ გაიხსნა.

შპს „შატო ხაშმი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 650 000 ლარს შეადგენს. პროექტის შედეგად, შეიქმნა 20 სამუშაო ადგილი.

სასტუმრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გახსნეს.  11 ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი განთავსდება, მიმზიდველი ადგილი იქნება როგორც უცხოელი, ისე შიდა ტურიტებისთვის. 

სასტუმროში “შატო ხაშმი“ ნებისმიერ დამსვენებელს საშუალება ექნება სასტუმროს მარანში, გაეცნოს ღვინის დაწურვის ტრადიციას და დააგემოვნოს ქართული ღვინო. 

„მცირე და საშუალო საწარმოები არის ქართული მეღვინეობის სიძლიერე. კიდევ ერთი, ძალიან კარგი მარანი გაიხსნა ხაშმში, რომელიც ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელების ,,ხაშმის საფერავის” პოპულარიზაციაში შეიტანს თავის წვლილს. აქვე მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურაც, რაც აგროტურიზმის განვითარების ხელშემწყობი და უშუალოდ ღვინის ტურიზმის მნიშვნელოვანი წილია,“-აღნიშნა სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 

 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილია 104 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 279,6 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული104 სასტუმრო შექმნის 3 200-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 800-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g