პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის ღვინის საწარმო და არანაკლებ 10 ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 5000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
საინვესტიციო პროექტის მხარდასაჭერად, შპს „ვაჩნაძიანის ზვრებს“ სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე 14 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ელექტრონულ აუქციონზე გადაეცა.