გვიან ღამით, ნაფარეულის გზაზე მოძრავი „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა ხეეს შეეჯახა. შედეგად მანქანაში მსხდომი ცოლ-ქმარი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველების დახმარებით გამოიყვანეს.
ორივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.