კახეთში აყვავებულ ვარდებს, ჯერ კიდევ მწვანე ხეებს და ყურძენს დაათოვა, სოფელ ნუკრიანში გადაღებული ფოტოები „ფეისბუქზე“ მაია ბიძინაშვილმა განათავსა.
„25 ოქტომბერი. უკვე ზამთარი“.
თოვს თბილისის შემოგარენშიც. „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდით სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე კოჯორში, ბეთანიაში, წყნეთსა და კიკეთში ავტოტრანპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეც ტექნიკა, საჭიროების შემთვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.