კახეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სტიქიამ ვენახების დიდი ნაწილი გაანადგურა, ფერმერები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს კრეფენ და სახელმწიფო კომპანიას აბარებენ.
დაზიანებულ მოსავალს სახელმწიფო საწარმო “მოსავლის მართვის კომპანია” სამ ქალაქში იბარებს. სახელმწიფო 1 კილოგრამ დასეტყვილ თეთრ ყურძენში 80 თეთრს იხდის, ხოლო საფერავში 1 ლარს.
26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.