LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ე. წ. კომენდანტის საათის დროს გოგოსთან ხელის სათხოვნელად მისული პირები დააჯარიმეს

2737
პოლიცია

დღეს ცნობილი გახდა, რომ ე. წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო კახეთში 9 პირი დააჯარიმეს.

მოგვიანებით როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მამაკაცი 8 მეგობართან ერთად გოგონასთან ხელის სათხოვნელად მივიდნენ. 

შემ­თხვე­ვა თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში მოხდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სასიძომ გოგონას სახლთან გუ­ლის ფორ­მის კო­ცო­ნი აან­თო, თუმცა ხელის თხოვნა ვეღარ მოასწრო, ის და მისი მეგობრები პოლიციამ დააჯარიმა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის შემთხვევაში ფი­ზი­კუ­რი პი­რი 3000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g