კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, მამაკაცი მოკლეს.
არსებული ცნობებით, 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებებით 48 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული და სავარაუდო ბრალდებული მეგობრები იყვნენ. შემთხვევა კი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108 – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
