LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მდებარე სასტუმრო პარიზში 45 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელეს – მას გამარჯვების შანსი აქვს

1773
71294687-391450391563753-783107331314417664-o

რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ MIMIP – ის დაჯილდოების ფინალისტია. უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი საერთაშორისო გამოფენის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე, MIPIM Award 2019 -ზე „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ განხორციელებული პროექტი საუკეთესოთა შორის გამოვლენილ სიაში მოხვდა.

MIPIM Award ტრადიციულად საფრანგეთში იმართება 1991 წლიდან და ყოველწლიურად უძრავი ქონების მსოფლიო ბაზარზე საუკეთესო პროექტებს განიხილავს. წელს პარიზში გამართულ ღონისძიებაზე დასახელდა 45 საუკეთესო პროექტი 19 ქვეყნიდან და მათ შორის არის კახეთში მდებარე სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“.

გამარჯვებულებს 12 მარტს კანში დაასახელებენ. ლაურეატების შერჩევა MIPIM-ის დელეგატების და ასევე ჟიურის წევრების შეფასების შედეგად მოხდება.

შეგახსენებთ, წინანდლის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიცსილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო, მიმდინარეობდა მისი ისტორიული მნიშვნელობის და ავთენტურობის შენარჩუნების გათვალისწინებით. წინანდლის კომპლექსში ჩადებული საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

ფინალისტების სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები