LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში საფუძველი ჩაეყრება მზის ენერგეტიკას

131
385627_original-1900x700_c

„განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში კახეთს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას. პირველად სწორედ აქ ჩაეყრება საფუძველი შედარებით ახალ სფეროს – ეს არის მზის ენერგეტიკა. საგარეჯოს რაიონში, უდაბნოში ჩვენ პირველად ვავითარებთ ხუთმეგავატიან მზის სადგურს  და ეს პროექტი ძალიან მალე გახდება ოპერატიული” – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კახეთის საინვესტიციო ფორუმზე

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდეს ტენდერი 30-დან 50-მეგავატზე ახალ, მზის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე სწორედ კახეთის რეგიონში.

„მზის ელექტროგენერაციის თვალსაზრისით კახეთი  მართლაც გამორჩეულია თავისი ბუნებრივი პირობებით, რადგან მზის ენერგიასთან ერთად აქ არსებობს თავისუფალი მიწის ფართობები და ჩვენი პროექტი გვიჩვენებს, რომ კახეთი ზუსტად არის მორგებული ამ სფეროს” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები