18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი: 60 ათასი ტონა რქაწითელი, 15 ათასი ტონა საფერავი, 1,6 ათასი ტონა კახური მწვანე და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 13 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია.
ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი ღვინის საწარმო. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 25 ათას ტონამდე, შემდეგ მოდის სიღნაღი – 17 ათასი ტონა და ყვარელი – 15 ათასი ტონა. მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 282 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 90 ღვინის საწარმო. დანარჩენი ღვინის კომპანიები რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.