გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ურთიერთშელაპარაკებისას 63 წლის კაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა.
თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 19/108 – განზრახ მკვლელობის მცდელობით მუხლით არის დაწყებული.