LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ყურძნის გადამამუშავებელი კიდევ ერთი საწარმო აშენდება

87
70318517-2286515591660098-694249457302110208-n-2019-09-16-12-00-46-611418

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ყურძნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აშენდება, რომელიც წლიურად 500 ტონა ყურძნის გადამუშავებას შეძლებს. საწარმოს ასაშენებლად არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 10 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

ბიზნესის მხარდასაჭერად და მეღვინეობის დარგის განსავითარებლად შპს „გუგვაინს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 46 781კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g