კახი კალაძე სხვადასხვა ღონისძიებაზე ისეთი ჩაცმული ცხადდება, რომ პოდიუმიდან ახლად ჩამოსულს ჰგავს. მოდური სამოსი და ნივთები, უდავოდ არის თბილისის მერის დიდი და მრავალწლიანი გატაცება.
ამ კვირაში თბილისის მერმა ჯერ სრულიად შავი ლუქი მოირგო, ფართო შარვალი და პერანგი თეთრ „ნაიკის“ სპორტულ ფეხსაცმელთან ერთად, შემდეგ თეთრ პერანგსა და ლურჯ შარვალს მიანიჭა უპირატესობა ასევე ლურჯი შეფერილობის ფეხსაცმელთან შეხამებით, ბოლოს კი მდოგვისფერი ტრენდული ფართო შარვლით გამოგვეცხადა, რომელიც პიჯაკსა და მაისურს შეუხამა.