კახი კავსაძე დღეს 85 წლის გახდა. ის 1935 წლის 5 ივნისს დიბადა. გახლავთ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი.
პრემიებსა და ჯილდოებს მიღმა, მსახიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დგას, რომელიც უამრავჯერ ყოფილა კახი კავსაძის ცხოვრებაში, მაყურებლის ხანგრძლივი აპლოდისმენტები, ოვაციები და სიყვარული, რომელიც წლების განმავლობაში კინოში თუ თეატრში შესრულებული გასაოცარი როლებით დაიმსახურა.
რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” უერთდება მილოცვებს და მსახიობს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!.