„აბა ვიღას უნდა შეეჭიდონ თუ არა ძლიერს, არ უნდათ რომ მათზე წინ იყოს. ვისაც საქართველო უყვარს ტკივილამდე ეს მათი ოჯახია” – ამის შესახებ მსახიობმა კახი კავსაძემ რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამომრჩევლებს ხვდება.
კავსაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ძლიერი პიროვნებაა და სწორედ ამ მიზეზით ხორციელდება ანტიპიარი დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში ამომრჩევლებს ხვდება.