82 წლის მსახიობმა კახი კავსაძემ კორონავირუსი დაამარცხა. გუშინ ის უკვე გაწერეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, სადაც 28 ნოემბრიდან მკურნალობდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დაუდასტურა.
„ბატონი კახი კლინიკიდან გუშინ გავწერთ. თავს კარგად გრძნობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. ვირუსი დაამარცხა. სამწუხაროდ მას სხვა დაავადებაც აქვს. თუმცა კორონავირუსისგან მის ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ უქმნის“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
შეგახსენებთ, მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა 28 ნოემბერს დამძიმდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 82 წლის მსახიობი ვირუსისგან 16 დღეში განიკურნა.