LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კახი კავსაძის სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლას მასთან ერთად ვაგრძელებთ” – ლევან რატიანი

114
BeFunky-collage (27)

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ კავსაძეს აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა.

„ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. 2-3 თვის წინ მას კორონავირუსი ჰქონდა, რომელიც წარმატებით დაამარცხა და ჩვენი კლინიკიდან გაეწერა. მაგრამ ბატონ კახის აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ და სუნთქვის მწვავე უკმარისობით ისევ ჩვენს კლინიკაში მოხვდა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას მასთან ერთად ვაგრძელებთ.”-განაცხადა ლევან რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g