LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახურ ტრადიციულ მეღვინეობას თხილის წარმოებაში Ferrero დაეხმარება

109

“კახური ტრადიციული მეღვინეობა” (KTW ჯგუფი) თხილის წარმოებას იწყებას. კომპანიას ამ მიმართულებით იტალური Ferrero დაეხმარება, რომელიც KTW ჯგუფს თხილის ნერგებს მიაწვდის.

როგორც ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, “კახური ტრადიციული მეღვინეობა” სამეგრელოში, ხობის რაიონში, სოფელ ნოჯიხევში 200 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს.

”აქედან 100 ჰექტარზე უკვე დავამუშავეთ ნიადაგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად და სულ მალე იმ ნერგების დარგვას დავიწყებთ, რომელსაც Ferrero გვაძლევს. 2018 წლის გაზაფხულისთვის კი, სავარაუდოდ, მეორე 100 ჰექტარიც უკვე დამუშავებული გვექნება”, – განმარტა ჩხაიძემ.

მისივე ინფორმაციით, ასევე მომავალი წლიდან, კომპანია თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რომელიც 2018 წლიდანვე დაიწყებს ფუნქიცონირებს.

”რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, მოგეხსენებათ, თხილი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საექსპორტო პროდუქციაა, რომელსაც აქტიურად ითხოვენ სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, ვგეგმავთ ჩვენი წარმოებული და დამუშავებული თხილის დიდი ნაწილი ექსპორტზე გავიტანოთ, მცირე ნაწილი კი ადგილობრივ ბაზარზე დარჩება”, – განმარტა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, KTW ჯგუფი ცდილობს, საექსპორტო პროდუქციის სახეობები და მოცულობები გაზარდოს, რათა ქვეყანაში უცხოური ვალუტა დიდი რაოდენობით შემოვიდეს და მათზე დეფიციტმა ლარის გაუფასურება არ განაპირობოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g