LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაკულია ლარზე: განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს პროცესი

112
collage

ჩემი აზრით, უკვე განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს პროცესი, – ასე უპასუხა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ლარის კურსის გაუფასურებაზე ჟურნალისტების კითხვას.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში უნდა მივიდეს და მსჯელობა გაიმართოს. როგორც კაკულია ამბობს, თუ ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, რაც უპირველესად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან უნდა წამოვიდეს.

„20- პუნქტიანი ცვლილება სხვაა, ვიდრე 10 ან 15- პუნქტიანი. ამიტომ ჩემი აზრით, უკვე განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს პროცესი. მომავალი კვირიდან უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ რა ფორმატში მოვისმინოთ ეროვნული ბანკის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე, რათა უფრო მეტი სიცხადე შემოვიდეს. დაახლოებით 20 პუნქტით არის ცვლილება და თუ ეს მზარდი ტენდენცია გაგრძელდა, საჭიროა საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა, რაც ეროვნული ბაკისგან უნდა წამოვიდეს.

ეროვნული ბანკის დაბარების საკითხი სწორედ მაშინ დგება, როდესაც ვხედავთ ინფლაციის გარდაუვალი ცვლილების საშიშროებას. ეს ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის, მაინც სარწმუნო მიმაჩნია ის, რასაც ამბობს ეროვნული ბანკი. ჩემი გამოცდილებაც იმას მეუბნება, რომ დარეგულირებადია ასეთი ცვლილება. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს ჩვენი ეკონომიკა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საგანგაშო სხვა სიტყვაა და საყურადღებო – სხვა. პროცესი არის საყურადღებო და არავითარ შემთხვევაში – საგანგაშო,” – განაცხადა რომან კაკულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g