LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „29 აგვისტოს დედაქალაქში მოსულმა ნალექმა 300-მდე მისამართზე დააზიანა ინფრასტრუქტურა, თანხები უკვე გამოყოფილია და ყველაფერი მოწესრიგდება“

115
fot

დედაქალაქის მერის განცხადებით, 29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად, 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ცხელი ხაზი, გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

„არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში” – კახა კალაძე

კალაძე: დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემაა და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ – წუხანდელმა ნალექმა პრობლემები შექმნა

„29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა ძალიან დიდი პრობლემა შექმნა დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ უბნებში. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ამ სამ საათში მოსულმა ნალექმა, მოცულობით სულ მცირე ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსულ ნალექს. სტიქიის შედეგად დაზიანდა სახურავები, სადარბაზოები, შლამით გადაივსო სანიაღვრე დაწყალარინების ქსელები, ასევე, დაზიანდა გრუნტის დამჭერი კედლები, განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონში. რამდენიმე კერძო სახლიდან, მათი ავარიულობის გამო, გავიყვანეთ ადგილობრივი მცხოვრებლები. მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენი სამსახურების, გამგეობების წარმომადგენლები მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დახმარებოდნენ ყველა იმადამიანს, ვისაც პრობლემა შეექმნა.

29 აგვისტოს 21:00 საათიდან 30 აგვისტოსდღის ბოლომდე, უამინდობასთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე 600-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა. არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არდაგვიტოვებია. ყველგან ვიყავით მისული და შევაფასეთ არსებული მდგომარეობა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად, 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უახლოეს პერიოდში ყველაფერი მოწესრიგდება და აღდგება.

„უხვი ნალექის შედეგად, დედაქალაქში 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რაიონების მიხედვით, დაზიანებული ობიექტები განაწილდა შემდეგნაირად: გლდანი – 136; ნაძალადევი – 114; საბურთალო – 92; ვაკე – 78;სამგორი – 65; დიდუბე – 49; ისანი – 30; მთაწმინდა – 24; კრწანისი – 19; ჩუღურეთი -19. თანხები უკვე გამოყოფილია და ყველაფერი მოწესრიგდება. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილია თანხები. გამგეობებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მუშაობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g