LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კალაძე და სუსი აორგანიზებს 40-50 ადამიანზე მეტს, რომელიც კრიმინალური ანგარიშსწორებისთვის იჭრება კერძო საკუთრებაში, ქალების და ბავშვების წინაშე ჩადენილ არაკაცობას არავინ, პირველ რიგში კი, ცხოვრება არ გაპატიებთ“ – მელია „ოცნებას“

269
fot

„კალაძე და სუსი აორგანიზებს 40-50 ადამიანზე მეტს, რომელიც 4 ადამიანთან პოლიტიკური სიტყვის გამო, კრიმინალური ანგარიშსწორებისთვის, იჭრება კერძო საკუთრებაში, ამის შემდეგ კი იჭერენ მხოლოდ 6 ადამიანს, რომელთა ადვოკატებიც ამბობენ, რომ „ნებისმიერ“ თანხას გადაიხდიან გირაოდ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტს ეხმაურება.

კახა კალაძე – „ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ

ნიკა მელია მმართველ გუნდს მიმართავს და წერს, რომ „ღირსება და სიმართლე ვერც მუშტით მარცხდება და არც ფულზე იყიდება“.

„კალაძე და სუსი აორგანიზებს 40-50 ადამიანზე მეტს, რომელიც 4 ადამიანთან პოლიტიკური სიტყვის გამო, კრიმინალური ანგარიშსწორებისთვის, ფაქტობრივად საომრად და ადამიანის მოსაკლავად, იჭრება კერძო საკუთრებაში.

ვიდეო: ნიკა მელიას თქმით, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი

აკეთებს ამას დღისით, მეზობლებისა და ოჯახის წევრების დასანახად და „საჩვენებლად“.

ამის შემდეგ კი იჭერენ მხოლოდ 6 ადამიანს, რომელთა ადვოკატებიც ამბობენ, რომ „ნებისმიერ“ თანხას გადაიხდიან გირაოდ.

„ნაციონალი“ მეძახეს მცირეწლოვანი შვილებთან ერთად... დედაჩემს ყველაფერი თავისი თვალით აყურებინეს, 50 კაციდან მხოლოდ ექვსია დაკავებული, შეიძლება ამ მასკარადში შევიდე?“ – ირაკლი ეძგვერაძე

„ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა ვთქვა, რაც არ უნდა სიმართლე, რაც არ უნდა გულწრფელად ვილაპარაკო, პირიქით შემომიტრიალდება ეს ყველაფერი“

„ნებისმიერი“ თანხის იმედი გაქვთ, რომ ხელისუფლებას შეგინარჩუნებთ, „ნებისმიერი“ თანხის იმედი გაქვთ, რომ სუსით დაშინებული „შპანები“ ქალაქში ირბენენ და განსხვავებულ აზრს მუშტით ჩაახშობენ; „ნებისმიერი“ თანხის იმედი გაქვთ, რომ თქვენ შვილებს სხვა „მოგონილ“ რეალობაში აცხოვრებთ, სხვის შვილებს კი თქვენს რეალურ მოძალადე სახეს აყურებინებთ.

მაგრამ, ვერანაირ თანხად ღირსებას და კაცობას ვერ იყიდით, გამოგეცლებათ ძალადობაზე დაფუძნებული ძალაუფლება და არც პოლიტიკაში გაახსენდებით ვინმეს, და არც ქუჩაში გავლა „გესიამოვნებათ“…

ქალების და ბავშვების წინაშე ჩადენილ არაკაცობას არავინ, პირველ რიგში კი, ცხოვრება არ გაპატიებთ….

ღირსება და სიმართლე ვერც მუშტით მარცხდება და არც ფულზე იყიდება… თუ არ გაქვს ვერ გაიგებ რა საჭიროა, მაგრამ თუ გაქვს, იცი რომ ძალაა რომელიც ამ მანკიერ წრეს გაგარღვევინებს და გაგამარჯვებინებს“, – წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებით იშუამდგომლა. როგორც პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა სხდომაზე განმარტა, დაკავებულების მხრიდან არსებობს დაზარალებულებზე და მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ამიტომ, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი. ადვოკატებმა კი, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. დაცვის მხარის მტკიცებით, აბსოლუტური სიცრუეა ის, რაც ბრალდების დადგენილებაში წერია, ისე როგორ სიცრუეა ის, რომ საქმეს ჰყავს დაზარალებული.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

„მთელმა გლდანის რაიონმა იცის, რა კაცია კოტე ზარნაძე და რა კაცია ირაკლი ეძგვერაძე“ – დაპირისპირება საკრებულოში 

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მიმართვას ავრცელებენ

„ჰანტელები დაგვარტყეს.. ყველაფერი დაამტვრიეს.. როდესაც გვირტყამდნენ ნიკა მელიას აგინებდნენ“ – ირაკლი ეძგვერაძე

„ურთულესი წელი გველოდება.. თურმე, შეიძლება ბავშვების, ოჯახის თვალწინ დაგხვდნენ, გაგისწორდნენ და პოლიცია ვერაფერს ხედავდეს, თუ ამ ყველაფრის წინაშე კითხვა გიჩნდება – შენ ხარ დამნაშავე“ – დოლიძე გლდანის ინციდენტზე

ადვოკატი: „პოლიციელს ნაკბენი აქვსო, ხუმრობა მეგონა, უნდა დაადგინონ ვინ და როდის უკბინა.. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს პოლიციელზე თავდასხმასთან შემხებლობა არ აქვთ“

გამომძიებელი: „ნიკა მელია საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს“

ნიკა მელია და მასთან ერთად დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო – სამივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g