ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, დღეს, ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.
ამის შესახებ “ფორტუნას” ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.