LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მედიასაშუალებებს ჩვენი ხელისუფლების პირობებში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

141
61969518-1736294063140689-3256774671495856128-o

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ვერავინ ვერ შეზღუდავს.

კალაძე „ტვ პირველის“ მფლობელის გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებს ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„მედიაპლურალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ შეზღუდავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის წლები, როდესაც ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. რაც უფრო მეტი ტელევიზია, მეტი მედიასაშუალება იქნება ქვეყანაში, ამას მხოლოდ მივესალმები. რაც შეეხება კონკრეტულად ამ მდგომარეობას, საქმის შინაარსი არ ვიცი, რომელ კონკრეტულ საქმესთან არის, მაგრამ ერთი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ მედიასაშუალებებს საქართველოში ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იმ პოლიტიკის პირობებში, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება „ტვ პირველთან“ დაკავშირებით, ზოგადად ამ წერილთან დაკავშირებით, როგორც გაირკვა, ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა, ეს იყო რაღაც მოგონილი, იმიტომ რომ ვერ მოხდა ამის დადასტურება და შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას. თუ რაიმე სიღრმისეული კითხვები არსებობს, მე გამიჭირდება პასუხების გაცემა იმიტომ, რომ ეს არის გამოძიების პრეროგატივა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი გამოკითხვაზეა დაბარებული. პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ წერეთლის  საგამოძიებო უწყებაში  გამოკითხვაზე დაბარება  ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g