LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც დღეს მეტროთი მგზავრობს

814
70923592-2954690261214221-2892901778003591168-o

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მეტროთი უწევს მგზავრობა ბოდიში მოუხადა.

ბოდიში არა არაკომფორტული მგზავრობის გამო, არამედ იმისთვის, რომ მეტრო ზაფხულიდან 1 საათით ადრე იკეტება.

“ერთი საათით ადრე წყვეტს მეტრო მუშაობას, რადგან იქ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების, რომლებიც მეტროს გახსნიდან არ ჩატარებულა – ძალოვანი კაბელების შეცვლა. ზუსტად ამის გამო გვიწევს, რომ მეტრომ ერთი საათით ადრე დაამთავროს მუშაობა, თუმცა სამუშაოები ძალიან მაგარი ტემპით მიმდინარეობს. გარდა ძალოვანი კაბელების შეცვლისა, ახალი თანამედროვე აგრეგატები ყენდება,” – განაცხადა კალაძემ სხდომაზე.

მისივე თქმით, სამუშაოები მომდევნო წლის ივლისში დასრულდება, შესაბამისად ამ დროისთვის მოიხსნება შეზღუდვებიც.

შეგახსენებთ, ტაქსების რეფორმის შემდეგ, მგზავრობის გაძვირებით შეწუხებულ საზოგადოებას, კახა კალაძემ მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობისკენ მოუწოდა. ეს განცხადება კალაძემ გუშინ გააკეთა და საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

კალაძის რჩევა ხალხს: გაძვირებული ტარიფი თუ პრობლემაა, მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g