„გუნდში ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა „ქართული ოცნების“ გუნდში მომხდარ ცვლილებებსა და პარტიის ახალ თავმჯდომარეზე საუბრის დროს განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად რომელ თანამდებობაზეა“.
„რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. ეს თქვენთვის, კოლექტიური „ნაცებისთვის“, სამწუხარო ინფორმაციაა, ის გადაწყვეტილებები რაც მიღებულია. 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ..
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად რომელ თანამდებობაზეა. სადაც უნდა ვიყოთ, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკა, ბიზნესი, იყო რიგითი მოქალაქე, ყოველთვის უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ხდება.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს, როგორც რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, თანამდებობაზე პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განიხილება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად დღეს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დასახელდება.
„როტაცია, რომელიც გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება“ – ეკა სეფაშვილი საკადრო ცვლილებებზე
პაპუაშვილი: „ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადასვლა ისტორიული მომენტი იქნება“