LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როტაცია, რომელიც გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება“ – ეკა სეფაშვილი საკადრო ცვლილებებზე

193
Untitled design

„ეს ცვლილებები განპირობებულია იმ დემოკრატიით, რომელიც ჩვენ გუნდში არსებობს.  ეს არის როტაცია, რომელიც გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება“ – ასე შეაფასა  რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრმა, ეკა სეფაშვილმა საკადრო ცვლილებები, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს, მის შემცვლელად კი მმართველი გუნდის ირაკლი კობახიძის კანდიდატურას განიხილავს.

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება“ – მამუკა მდინარაძე

„მე ვფიქრობ კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ საპარლამენტო, მდიდარი გამოცდილების მქონე ძლიერი ლიდერი, ირაკლი კობახიძე გადაინაცვლებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში და აღმასრულებელი ხელისუფლების ასევე ძლიერი ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი გადმოინაცვლებს პარტიულ საქმიანობაში. ეს კიდევ უფრო გაამყარებს გუნდს, კიდევ უფრო მეტ სიძლიერეს მისცემს მას.  ასეთი მდიდარი გამოცდილების მქონე ლიდერების მუშაობა განსხვავებულ სარბიელზე ქვეყნის განვითარებისთვის კიდევ უფრო კარგი იქნება.“-  განაცხადა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

კითხვაზე იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება ცნობილი უმრავლესობის წევრებისთვის დეპუტატმა ასე უპასუხა:  „ამ გადაადგილების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობდა, თუმცა  ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობის შეცვლა განიხილებოდა ზაფხულის დასაწყისში. მაგრამ ბატონი ირაკლის გადაწყვეტილებით ცვლილება მოხდა დღეს, რადგან ახალ პრემიერს ჰქონდეს დრო გუნდის ჩამოყალიბებისთვის. ის რომ დღეს მოხდა ამ გადაწყვეტილების გაჟღერება გარკვეულწილად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაა“.

„სიკეთეს რომ მალვა უნდა ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია.. მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ირაკლი!“ – რატი ბრეგაძე

„იმედი“: პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ქართლი ოცნების“ სიძლიერეს შიდა დემოკრატია განაპირობებს და იმის გამო, რომ გუნდში ბევრი წარმატებული ლიდერია, საჭიროა, რომ სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა.

„თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, შვილებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი შესაძლებლობა მექნება მეტი დრო დავუთმო ოჯახს“ – ღარიბაშვილი

„მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ვამაყობ შედეგებით.. უდიდეს მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს“ – ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

„მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას. უკომპრომისოდ ვიცავდი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც ამ პერიოდში მივაღწიეთ. ჩვენი მმართველობის პერიოდში ორჯერ მომიწია უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში ყველაზე მეტხანს, 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი.

ჩვენი გუნდის სიძლიერის უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ. „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად. რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე პოლიტსაბჭომ შემომთავაზა, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, განვიხილეთ, შესაძლებლობა რომ თანამდებობაზე ზაფხულამდე დავრჩენილიყავი, მაგრამ ვარჩიეთ, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერს“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობილია რომ მმართველი გუნდი პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g