LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება“ – მამუკა მდინარაძე

139
მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატს პარტიის საპატიო თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს, რის შემდეგაც პარლამენტს წარედგინება.

„თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, შვილებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი შესაძლებლობა მექნება მეტი დრო დავუთმო ოჯახს“ – ღარიბაშვილი

„მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ვამაყობ შედეგებით.. უდიდეს მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს“ – ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, მე ამას დაგიდასტურებთ, ოღონდ უნდა ვთქვა, ეს იქნება პასუხისმგებლობიანი წინადადება, ბატონმა ირაკლიმაც [ღარიბაშვილი] შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის სახელი და გვარი, იმიტომ, რომ ეს ფორმალობა, რეალურ ასპექტში, რეალურ ცხოვრებაშიც დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი, ამის შემდეგ უკვე წარედგინება პარლამენტს პარტიის თავმჯდომარის ხელის მოწერით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„სიკეთეს რომ მალვა უნდა ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია.. მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ირაკლი!“ – რატი ბრეგაძე

„იმედი“: პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები