LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ ჩემი შვილები შოვში… ამ დღეებში შეტევა პრემიერზე მიმდინარეობდა“

145
კალაძე პრემიერზე

„მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ ჩემი შვილები შოვში. ეს პროპაგანდა გქონდათ თქვენ და ეს ყველაფერი, როგორ დაგიბრუნდათ გახსოვთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან საბიუჯეტო თანხების შესაძლო ხარჯვასთან დაკავშირებით.

კალაძის განცხადებით, პირადად მას და ასევე მის თანაგუნდელებსაც არაერთხელ მოუწიათ განცხადების გაკეთება იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისისთვის „ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა“.

ღარიბაშვილი: „ყოფილი ხელისუფლება, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს და ოჯახის წევრებსაც სწავლას ბიუჯეტიდან უფინანსებდა.. 1000-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ვასწავლეთ“

აღნიშნულით თბილისის მერი გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული დეზინფორმაცია, შეტევა პრემიერ-მინისტრზე, მის ოჯახზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველაფერი იცით და აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ოპოზიციამ.

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 000 ევრო პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

მთელი ამ ხნის განმავლობაში პროპაგანდა გქონდათ იმისა, რომ თითქოს ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა და მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეგეყვანათ მიუხედავად იმისა, რომ მეც ბევრჯერ მომიწია განცხადების გაკეთება, ჩემს თანაგუნდელებსაც, რომ აღნიშნულ ფრენასთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა.

ირაკლი კობახიძე: პრემიერს არაფერი დასამალი არ აქვს – ყველაფერი არის სუფთად, იმ პარტიის ბელადისგან განსხვავებით, რომელიც ამ თემით სპეკულირებს

„ნაცმოძრაობის“ ბელადი მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯზე იწყობდა საკუთარ კეთილდღეობას. მილიონობით სახსრები აქვს დახარჯული – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

დღეს, ნახეთ, როგორი სიტუაცია გაქვთ – უკვე მიიღეთ ინფორმაცია და კონკრეტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცოდით, დღეს პროპაგანდის უკვე ახალი ფურცელი დაიწყეთ“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე – ბიუჯეტიდან თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც სააკაშვილის პირობებში ბიუჯეტიდან ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება, საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, შვილის სწავლის დაფინანსება

დასმულ კითხვაზე, საიდან ჰქონდა პრემიერ-მინისტრის პენსიონერ მამას იმ ოდენობის თანხა, რომ მისი შვილის ჩარტერული რეისი დაეფინანსებინა, თბილისის მერმა უპასუხა:

„შეიძლება ჩემი მხრიდან დეტალებში შესვლა უხერხული იყოს. თანამდებობის პირებს გვაქვს ვალდებულება ყოველი წლის ბოლოს წარმოვადგინოთ ჩვენი დეკლარაცია და დაელოდეთ დეკლარაციას, ყველაფერი გაწერილი და მითითებული იქნება.

მთავრობის სტრატკომი: რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა

რა პარალელი მინდა გავავლო? ნახეთ, როგორ ხდება მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ. სულ რამდენიმე კვირის წინ, აღნიშნული პროპაგანდის მსხვერპლი მე და ჩემი ოჯახიც ვიყავით.

მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს მამართლებინებდით, რატომ არ დაიხოცნენ ჩემი შვილები შოვში. ეს პროპაგანდა გქონდათ თქვენ და ეს ყველაფერი, როგორ დაგიბრუნდათ გახსოვთ.

როგორ დალაგდით ყველა, ჟურნალისტებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული – როგორ და ვის მოუვიდა აზრად კახა კალაძემ ვერტმფრენი გამოიყენა და სხვები მიატოვაო.

იმიტომ, რომ თქვენ თვითონ ჩავარდით მძიმე მდგომარეობაში იმიტომ, რომ ნახეთ, როგორი იყო ხალხის აგრესია თქვენ მიმართ, სიბინძურეები, რომელიც თქვენ იკადრეთ და გააკეთეთ.

„ღარიბაშვილმა შვილის უძვირესს ამერიკულ სასწავლებელში წაყვანისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა“ – „ლელო“ პრემიერის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის

არ იფიქროთ, რომ კონკრეტულად რომელიმე თქვენგანზე ვამბობ, ზოგად მიმართულებაზე ვსაუბრობ. ამიტომ, არ შეიძლება ასეთი მიდგომები და დამოკიდებულებები. ალბათ ამას გარკვეული დრო და წლების დასჭირდება, რომ შეიცვალოს“. – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g